Sunday, November 3, 2013

დღე მესამე- სასწავლო პროექტის დაგეგმვა

პროექტის დაგეგმვის პირველი ეტაპია მოსწავლეების მიერ მისაღწევი სტანდარტის დადგენა. შემდეგ ეტაპს წარმოადგენს შერჩეული სტანდარტებიდან სასწავლო მიზნებისა და მნიშვნელოვანი/სააზროვნო შეკითხვების გამოკვეთა.
მიზნები არ უნდა იყოს ფოკუსირებული ზოგად და ბუნდოვან აქტივობებზე, დავალებებზე ან ტექნოლოგიურ უნარ-ჩვევებზე. ისინი მორგებული უნდა იყოს სპეციფიკურ, სწავლებაზე ორიენტირებულ ამოცანებზე. სტანდარტებისა და მიზნების შეფასების რუბრიკის დახმარებით, მასწავლებელი შეძლებს შეაფასოს მის მიერ განსაზღვრული მიზნები.
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები აკავშირებს სასწავლო პროცესის სხვადასხვა დისციპლინას, სხვადასხვა თემის შეთავაზებით, რომელიც საინტერესო და მნიშვნელოვანია მოსწავლეების მაღალი სააზროვნო უნარ-ჩვევების განვითარებისა და სასწავლო თემატიკის სიღრმისეული გაგებისათვის. მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები მოიცავს ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებს. ვინაიდან ზოგადი და თემატური კითხვები მოითხოვს შინაარსობრივი საკითხების სიღრმისეულ ცოდნას, მათი მეშვეობით შესაძლებელია თემის შინაარსის განსაზღვრა და სტრატეგიების დასახვა სასწავლო პროექტის პორტფოლიოზე მუშაობისას.
დროში გაწერილი შეფასების გეგმის შექმნა
დეტალური და ზუსტი შეფასება ეფექტური სწავლების აუცილებელი პირობაა. შეფასების გეგმა განსაზღვრავს პროექტის სასწავლო მიზნებთან შესაბამისობას. შეფასების გეგმა უნდა შემუშავდეს პროექტის აქტივობებისა და დავალებების შექმნამდე. ვინაიდან საპროექტო დავალებები ინდივიდუალური მიღწევების დემონსტრირებისთვის ფართო შესაძლებლობების სპექტრს ქმნის, ამდენად, შეფასების სტრატეგიებიც მრავალფეროვანი და მოქნილი უნდა იყოს, რათა მოერგოს მოსწავლეთა სხვადასხვა სახის ნამუშევარს. შეფასების გეგმა განსაზღვრავს მეთოდებსა და ინსტრუმენტებს, რომლებიც ხარისხიან პროდუქტს, მუშაობისთვის მკაფიო მოლოდინებსა და სტანდარტებს გვთავაზობს. შეფასების გეგმა, ასევე, განსაზღვრავს პროექტის მონიტორინგის ეტაპებს და მასწავლებლის ინფორმირებულობისა და მოსწავლეთა ჩართულობის შენარჩუნებისთვის შერჩეულ სტრატეგიებს. შეფასების გეგმის ფარგლებში, მოსწავლეები ჩართული უნდა იყვნენ მიზნების შემუშავებაში, პროგრესის განხილვასა და მართვაში, პროექტის დასრულების შემდეგ კი – თვითშეფასების პროცესში.
დროში გაწერილი შეფასების გეგმა კარგად გამოხატავს თემაზე მუშაობის დროს შეფასების გამოყენების პერიოდებს და შეფასების გეგმის შემუშავებისთვის კარგ საფუძველს წარმოადგენს. შეფასების გეგმა:
  • უზრუნველყოფს პროექტის შესაბამისობას სასწავლო მიზნებთან
  • განსაზღვრავს შეფასების მეთოდებსა და ინსტრუმენტებს
  • განსაზღვრავს მკაფიო მოლოდინებს და საბოლოო პროდუქტისა და მუშაობის ხარისხის შედეგს
  • განსაზღვრავს პროექტის მონიტორინგის ეტაპებს, მასწავლებლის ინფორმირებულობისა და მოსწავლეთა სწავლის სწორი მიმართულების შენარჩუნების სტრატეგიებს.

დღე მეორე

პროექტზე დაფუძნებული სწავლა მოსწავლეებს მნიშვნელოვანი პრობლემების გამოძიებისკენ უბიძგებს. პროექტებზე მუშაობა მოსწავლეებს აქტიურ როლს ანიჭებს, მათ შორისაა:
  • პრობლემის გადაჭრის
  • გადაწყვეტილების მიღების
  • გამოძიების
  • დოკუმენტირების
პროექტები ემსახურება კონკრეტულ, მნიშვნელოვან სასწავლო მიზნებს. პროექტები არაა ნორმიდან გადახვევა, არამედ სასწავლო გეგმის „რეალური“ დანამატია.
პროექტებზე მუშაობის პროცესში მოსწავლეებს უვითარდებათ ცხოვრებისეული,21-ე საუკუნისთვის საჭირო უნარ-ჩვევები, ესაა ის უნარ-ჩვევები, რომლებიც დღეს დამქირავებლებს ყველაზე მეტად აინტერესებს, მაგალითად:
  • კარგი თანამშრომლობა
  • გონივრული გადაწყვეტილების მიღება
  • ინიციატივის გამოჩენა
  • კომპლექსური პრობლემების გადაჭრა
  • თვითმართვა
  • ეფექტური კომუნიკაცია
  პუბლიკაციის მომზადება:
ბეჭდვითი გამოცემები ეფექტურია სამიზნე აუდიტორიასთან მუშაობაში. ამ გზით შესაძლებელი ხდება ინფორმაციის ზუსტი გაცვლა და მოსწავლეებისთვის კომუნიკაციის ეფექტური მეთოდის დემონსტრირება.
მოცემული აქტივობის ფარგლებში ჩვენ სტატიის გამოქვეყნებისთვის მზადება დავიწყეთ იმის გათვალისწინებით, თუ როგორ ვაპირებთ პროექტის გამოყენებას სასწავლო პროცესში. გავეცანით გამოცემის ნიმუშებს და მათ ჩეკლისტებს.

დღე პირველი :)

მოგესალმებით,
მოგეხსენებათ რამდენად დატვირთულია ახალი სასწავლო წლის საწყისი ეტაპი, მუხედავად ამისა მაინც გადავწყვიტე ჩავრთულიყავი ახალ  საგანმანათლებლო პროექტში, რადგან თითქმის არასდროს ვამბობ უარს იმაზე რაც ხელს შეუწყობს ჩემს პროფესიულ ზრდასა და განვითრებას. მითუმეტეს, წარსული გამოცდილებიდან ვიცოდი ვისთან მომიწევდა მუშობა და მოლოდინი საკმაოდ დიდია, ზუსტად ვიცი ჩემი ტრენერისაგან ბევრ საინტესეო რაიმეს ვისწავლი...
პირველი მოდული ძირითადად იყო ზოგადი  მიმოხილვა იმისა თუ რას ვისწავლით. შთაბეჭდილება- კარგი :) აღმაფრთოვანა ინტელის ბაზაზე შექმნილმა საკმაოდ უჩვეულო და საინტერესო ვებგვერდმა, მრავლისმომცველი შინაარსითა და უამრავი რესურსით, რომელიც შეიძლება თანამედროვე მასწავლებლის მარჯვენა ხელად იქცეს.